×
თაბაშირ მუყაოს ფილა
აკვაპანელის ფილა
ფითხი და წებოცემენტი
პროფილი
აქსესუარები
იზოლაცია
გრუნტი
AMF ამსტრონგი
კაპაროლის საღებავები
საბათქაშე (სალესი) მანქანა
დეკორატიული ბათქაში ფასადებისათვის
kshop
 
რა ტიპის კონსტრუქციებს გვთავაზობს კნაუფი
Კნაუფის ტიხრები ერთმანეთისგან განსხვავდება ფილების რაოდენობით, კონსტრუქცის სისქით და დიზაინით. ყველა ტიხარში გამოიყენება knauf-ის  საიზოლაციო მინერალური ბამბა. Კონსტრუქციების ტიპები:    C 111 - გარსის ერთი ფენით. Ეს არის მინიმალური სისქისა და დატვირთვისადმი არასტაბილური ტიხარი. Ეს კონსტრუქცია არ ითვლება სრულფასოვან კედელად, მას იყენებენ ძირითადად დეკორაციული კედლების აგებაში და ზონირებაში.   C 112 - გარსი ორ ფენად - თითოეულ მხარეს ერთ ჩარჩოზე.   C 121 და C 122 კონსტრუქციები მსგავსია ზემოთ აღწერილი ორისა. განსხვავება ისაა, რომ პროფილების ნაცვლად ხის სხივებს იყენებენ კონსტრუქციისთვის.   C 115 - ტიხარი ორმაგი ჩარჩოთი, აგებულია თაბაშირ მუყაოს ორი ფენით. ეს საშუალებას იძლევა, კონსტრუქციის სისქის გაზრდით, მოათავსოთ მასში მინერალური ბამბის ორმაგი ფენა. მისი მახასიათებლებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ რომ ის არაფრით ჩამოუვარდება აგურით ნაშენებ კედელს.       C 116 - ასევე შესრულებულია ორმაგი ჩარჩოზე და მათშორის დაშორებით. მის შიგნით დარჩენილი სივრცე, იძლევა საშუალებას რომ მასში დაიმალოს კომუნიკაციები(წყლის მილები და ა.შ).    C 113 ან C 367 - ტიხრები სამმაგი კანით. განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საჭიროა სხვადასხვა ტიპის თაბაშირ მუყაოს გამოყენება: ნესტგამძლე, ცეცსლგამძლე და სტანდარტულის სხვადასხვა კომბინაციით.   კნაუფის სისტემები - ტიხარი კნაუფის სისტემები - ჭერი        

სტატიის ავტორი:

2022-05-07

სრულად ნახვა
 
თაბაშირ მუყაოს კედლის შეღებვა
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარილი მასალა საღებავია, თაბაშირ მუყაოს ფილებით აგებული კედლების და ჭერის დასასრულებლად. სწორად მომზადებული ზედაპირი იდალური საფუძველია რამოდენმე ფენა საღებვის წასასმელად. იქმადე სანამ შევარჩევთ საღებავს და დავიწყებთ სამუშაოებს, უნდა გვახსოვდეს რომ შეღებბამდე კედელი აუცილებლად უნდა დამუშავდეს ბათქაშით (შპაკლით). თაბაშირ მუყაოს ფილების ზედაპირზე პირდაპირ წასმული საღებავი დიდი ალბათობით შრობის შემდეგ დაიბზარება და ადგილებში ბუშტებსაც გაიჩენს. ამიტომ აუცილებელია რამოდენიმე ფენა ბათქაშით გაილესოს კედელი, ფილების შემართებელ ადგილებში უნდა დაეკრას სპეციალური ლენტი და საბოლო ჯამში მივიღებთ სწორ ზედაპირს და საფუძველს იმისთვის რო მივიღოთ იდეალური და გრძელვადიანი შედეგი ღებვის შემდეგ. მომზადებული ზედაპირი შეგვიძლია შევღებოთ ნებისმიერი სახის საღებავით, მაგრამ რეკომენდირებულია ნესტგამძლე საღებავის გამოყენება იმისთვის, რომ დავიზღვიოთ თავი ყველა საშიშროებისგან.

სტატიის ავტორი:

2022-04-12

სრულად ნახვა
 
მშრალი და ტრადიციული მშენებლობა
პირველი კითხვა რომელც ჩნდება რემონტის დაწყების ან ბინის რედიზაინის დორს არის, თუ რა მასალები შევარჩიოთ და შემდგომ გამოვიყენოთ ამისთვის. მასალებსა და მეთოდებს შორის ზღვა არჩევანია, პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ თუ რა მსალებს გამოვიყენებთ მშენებლობის დროს, შემდგომ კი შევარჩიოთ მათშორის საუკეთესო ხარისხი მქონე პროდუქტები ჩვენი ბიუჯეტის შესაბამის ფასად.   ის ფაქტი, რომ კედლები შესაძლოა აშენდეს ისეთი მასალებისგან, როგორიც არის აგური, ბლოკი, გაზობლოკი ან სხვა მზგავსი პროდუქტების გამოყენებით ცნობილია ყველასთვის, ვისაც კი ოდესმე ჰქონია შეხება რემონტთან. ამ მასალების გამყენება მიეკუთვნება „სველ მშენებლობას“(ტრადიციულს). არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ინდუსტრიას დაემატა ახალი მშენებლობის მეთოდი, კერძოდ „მშრალი მშენებლობა“. მისი მთავარი განსხვავება სხვა მეთოდებისგან, მდგომარეობს იმაში რომ ამ შემთხვევაში გამოიყენება თაბაშირ მუყაოს ფილები და ალუმინის პროფილები. აქედან გამომდინარე მშენებლობის ეტაპიდან ამოვარდება სველი სამუშაოები, როგორებიც არი ცემენტის მოზილვა, ბლოკის დალაგება და მისი შრობის ლოდინიც, რაც ბევრად ამცირებს სარემონტო სამუშაოების ვადას. ეს მეთოდი გამოიყენება გარე კედლების გასასწორებლადაც რაც ტრადიციულად, მოთხოვს ბევრი ფენა შპაკლის წასმას და ასევე გაშრობის ლოდინს. იქიდან გამომდინარე რომ მშრალი მშენებლობის მასალებს გააჩნიათ მცირე წონა, ერთ ადამიანსაც კი შეუძლია მარტივად წარმართოს მთელი პროცესი.   პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშრალი მშენებლობისას, არის ალუმინის პროფილებით კარკასის აწყობა. იქიდან გამომდინარე რომ კარკასი არის მთლიანი ნაგებობოს საფუძველი, აუცილებელია რომ ის მყარი და მდგრადი იყოს. სამუშაოების დაწყებამდე რათქმაუნდა მნიშვნელოვანია, რომ შევარჩიოთ ხარისხიანი მასალები, აუცოლებლად გამოიყენეთ სერტიფიცირებული პროდუქცია, რადგან ამაზეა დამოკიდებული კედლისა თუ ჭერის ექსპლოატაცის ვადა. ერთერთი საუკეთსო ვარაიანტია კნაუფის პროფილ და თაბაშირ მუაყაოს ფილები, რომლებიც გერმანული სტანდარტით არის დამზადებული.   თაბაშირ მუყაოს ფილებისგან, ოთახების გამყოფი კედლების აშენება სწრაფი და მარტივი პროცედურა. იმისათვის რომ კარგად გვესმოდეს ჯაჭვური ნაბიჯებისგან შედგება ეს მეთოდი, ვცდები მარტივად 10 პუნქტის დახმარებით აგიხსნათ ეს პროცესი: პრველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ როგორ გვინდა რომ გავტიხროთ ოთახები და შემდგომ მოვნიშნოთ ის ადგილები იატაკზე, კედელზე და ჭერზე. ყველა მიმმართველ პროფილებზე საჭიროა დავაწებოთ საიზოლაციო ლენტი. პრველ რიგში მიმმართველ პროფილები უნდა დავამაგროთ იატაგზე და ჭერზე. ყველა პროფილი რომლებიც ვერტიკალურად უნდა დავმოტაჟოთ, უნდა გადავჭრათ ჭერის შესაბამის ზომაზე, სასურველია რომ 10 მმ იყოს განსხვავება ჭერის სიმაღლესა და პროფილის ზომას შორის. გადაჭრილი პროფილები უნდა მოვათავსოთ მიმართველ პროფილებში, რომლებიც დამონტაჟებულია იატაკზე და ჭერზე, ბოლო პროფილზე რომელიც კედელზე მიებჯინება ასევე უნდა დავაწებოთ საიზოლაციო ლენტი. როცა დავრწმუნდებით რომ კონსტრუქცია სწორად არის აწყობილი, მიმართველი და ვერტიკალური დგომის პროფილები უნდა დავამაგროთ ერთმანთზე. თაბაშირ მუყაოს ფილებიც ისე უნდა გადაიჭრას რომ ჭერის სიმაღლეზე 10 – 15 მმ მოკლე იყოს, ტიხრის დამონტაჟება უნდა დაიწყოთ კედელზე მიბჯენილი მხრიდან. დაამაგრეთ თვითმჭერებით თაბაშირ მუყაოს ფილები პროფილებზე(აუცილებელია გამოვიყენოთ შესაბამსი თვითმჭერები) ერთი მხრიდან. ეხა საჭიროა კომუნიკაციების ნახვრეტებში გამოვატოართ ელეკტორბის კაბელები, დამცავი გოფრირებული მილებით და შემდგომ ჩავსვათ საიზოლაციო ფილები (მინ ბამბა). მეორე მხრიდანაც დამონტაჟეთ თაბაშირ მუყოას ფულები როგოეც ეს მე - 8 ნაბიჯზე გავაკეთედ.     ამ ნაბიჯსებს შემდეგ კედელი უნდა გაილესოს და ის მზად იქენბა შემდგომი დამუშავებისთვის (ელ. კომინიკაციების დასამონტაჟებლად, შპალიერის გასაკრავად და ა.შ) მსგავსი კედლების აშენება ტრადიციული მეთოდებით (აგური, ბლოკი, გაზობლოკი, ცემენტი ან სხვა მზგავსი), ართულებს პროცეს - სველი, მტვრიანი და შრომატევადი მასალების გამო, რაც სამუშოების დასრულებას დროში საკმაოდ წელავს. იმისთვის რომ შევადაროთ რა პორცესებია საჭირო ტრადიციული მშენებლობისთვის გავყვეთ პროცეს: - მუდმივად საჭირო ცემენტისა თუ მზგავსი მასალების პატარა პორციებით, ხელახლა შემზადება - წყლის და სამშენებლო ფხვნილის მოზილვა, რადგან მომზადებული მასა მუდივად ახალი უნა იყოს. - ბლოკით ან მზგავსი მასალით უნდა აშენდეს სათითაოდ ტიხრები. - ტიხარი ბევრი ფენა შესაბამისი მასალით უნდა გაილესოს იმისთვის რომ საბოლოდ სწორი კედელი მივიღოთ. - იმისთვის რომ კედლის ზედაპირი შემდგომი სამიშაოებისთვის(კედლის შესაღებათ ან შპალიერის გასაკრავად) გამზადებული იყო, მთელი კონსტრქცია უნდა გაიშპაკლოს პირველი და მოერე პირი შპაკლით(ბათქაში). შრობის დრო გამომდინაორებს იქიდან თუ რა სისიქის ბათქაში იქნება წასმული კედელზე, რაც უფრო არასწორია კედლის ზედაპირი, მითუფრო სქელი ფენა დასჭირდება და შესაბამისად მეტი დრო გასაშრობათ. იქიდან გამომდინარე რომ ეს პროცესები საკმაოდ მტვრიანია საქმეა, საუშაოების დამთავრები შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ მთლიანი სივრცის დასუფთავება. თაბაშირ მუყაოს ტიხრების ამოშენების რამოდენიმე მეთოდი არსებოს და ასევე და ასვე ამ მასალას ფაჩნია მრავალი დანიშნულების დანამატებიც - არსებოს ცეხლგამძლე, ნეტგამცლე და სხვა მზგავსი ფილები დამატებითი ინფორმაცის შგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე: კნაუფის ფილები და მშრალი მშენებლობა კნაუფის სისტემები - ტიხარი კნაუფის სისტემები - ჭერი

სტატიის ავტორი:

2022-04-03

სრულად ნახვა
 
კნაუფის ფილები და მშრალი მშენებლობა
დღეს-დღეობით სარემონტო სამუშაოების დროს, კერძოდ ოთახშორის კედლების აშენების, ჭეერის დამონტაჟებისა და გარშემო კედლების გასწორებისთვის, ფართოდ გამოიყენება „მშრალი მშენებლობის“ ტექნოლოგია კნაუფის თაბაშირ მუყაოს ფილების გამოყენებით. რა ტექნოლოგია ეს, რა არჩევანია გვაქვს მასალებში და რა დედებითი მხარეები აქვს ამ ტექნოლოგიას. ასევე ვისაუბრებთ ამ ტექნოლოგის გარშემო არსებულ მითზე, რაც ყველა პოპულარული ტექნოლოგის გარშემო დროთაგანმავლობაში მკვიდრდება საზოგადოებაში.   „მშრალი მშენებლობის“ მთავარი ელემენტია თაბაშირ მუყაოს ფილები, ასევე ცნობილი როგორც „გიფსოკარდონი“, რომელსაც არა მხოლოდ პროფესიონალი მშენებლები იყენებენ მშენებლობის დორს, არამედ თვითონ მომხმარებლებიც თავის ხელით ამონტაჟებენ მას. ეს განპირობებულია მისი მონტაჟის სიმარტივით.   თაბაშირ მუყაოს ფილები მრავალფეროვანი არჩევანი     კნაუფი ამზადებს თაბაშირ მუყაოს ფილებს მრავალი მოდიფიკაციით, სხვადასხვა ტიპის ოთახებისთვის და მათში არსებული პირობებისთვის. ჩვეულებრივ მშრალ ოთახებში სადაც სინესტის მაჩვენებელი ძალიან დაბალია გამოიყენება სტანდარტული ტიპის ფილები, (რომლებიც გახლავთ კნაუფის ფილა 2500x1200x12.5 მმ / 2000x1200x12.5 მმ / 2400x1200x9.5 მმ). იმისთვის რომ მარტივად განვასხვაოთ ფილები დანიშნულების მიხედვით, ისინი შეღებილია სხვადასხვა ფრად. ამ შემთხვევაში სტანდარტული ფილები ნაცრისფერია.   ოთახებში სადაც მომატებლია სინესტის მაჩვენებელი, მაგალითად სამზარეულო, სველი წერტილი ან ტუალეტი, გამოიყენება სპეციალური კნაუფის ნესტგამძლე ფილები (კნაუფის თაბაშირ–მუყაოს ნესტგამძლე ფილა 2000x1200x12.5 მმ / 2500x1200x12.5 მმ ), რომლებშიც დამატებულია სპეციალური დანამატები, იმისთვის რომ შემცირდეს მასალის მიერ წყლის შეწოვა. კნაუფის თაბაშირმუყაოს ნესტგამძლე ფილების მუყაოს ზედაპირს აქვს მწვანე ფერი, რაც იდეალურ ზედაპირს აძლევს მას იმისთვის, რომ დავიტანოთ მასზე მრავალი ტიპის ხსნარები (ფითხი, შპალერი, საღებავი, კერამიკული ფილები და ა.შ.).   ისეთ სივრცებში სადაც აუცილებელი სახანძრო ნომრების დაცვა, გამოიყენება კნაუფის თაბაშირ მუყაოს ცეცხლგამძლე ფილები (კნაუფის ცეცხლგამძლე ფილა 2500x1200x12.5მმ). მისი მთავრი მიაზანია მოახდინოს ხანძრის გავრცელების ლოკალიზაცია მისი გაჩენის ადგილას, რაც დროს მისცემს მეხანძრბს რომ მინიმალური ზარალით მოასწრონ ხანძრის ჩაქრობა. ცეცხლგამძლე ფილების ზედაპირი ვარდისფერი.   ასევე კნაუფს აწარმოებს მაღალი სიმტკიცის ფილას, რომელიც აერთიანებს ერთმანთში ნესტგამძლეობის და ცეცხლგამძლეობის თვისებებს (კნაუფის ფილა Megaboard 2500x1200x12.5). ის შეფერილია რუხი-ლურჯი ფრად და დამზადებულია სპეციალური მყარი და ცეცხლგამძლე ნარევებისგან. მისი მუყოას ზედაპირი იმდენად გლუვია რომ ხშირ შემთხვევაში არ სჭირდება მთლიანი ზედაპირის გაშპაკვვლას. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შიდა ტიხრების ამოშენების, კედლების დაფარვის ან ჭერის დამონტაჟების დროსაც. მოკლედ ჩამოვურბინოთ დანარჩენ კნაუფის ფილებსაც: კნაუფის აკუსტიკური ფილა რომელსაც დამატებითი ხმისაიზოლაციო უნარი გაჩნია, კნაუფის რენტგენის ფილა რომლიც, გამოიყენება სპეციფიური სივრცეებში, ელექტრომაგნიტურ და რადიაციული გამოსხივების საწინააღმდეგოდ და კნაუფ Diamant-Regular - რომელც ფილებ შორის ყველაზე დიდი სიმყაარით და დარტყმაგამძლეობით გამოირჩევა, ასევე მასაც აქვ ნესტგამძლეობის და ცეცხლგამძლეობის უნარიც.   ზემოთ ჩამოთვლილი ყვლეა კნაუფის თაბაშირ მუყაოს ფილები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა ნივთიერებებისგან და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.     შესაძლებელია თუ არა მძიმე ნივთების დაკიდება თაბაშირ მუყაოს კედელზე?     ფართოდაა გავრცელებულია მითი რომ, თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციაზე არ შეიძლება მძიმე ნივთების დაკიდება, რაც რეალობას არ შეესაბამება. მთავარია გამოვიყენოს სწორი სამაგრები კერძოდ - დუბელი Hartmut M5/60, მასზე უპრობლემოდ შესაძლებერია, რომ დავკიდოთ ტელევიზორი, მძიმე სარკე, კედლის კარადა ან წიგნების თაროც კი. ერთი ესეთი დუბელი ერთფენიანი კედლის შემთხვევაში 35 კილოგრამამდე წონას უძლებს, ორფენიან კედელზე კი ეს მაჩვენებელი 65 -თი კილოგრამია. ჭერის შემთხვევაში 6 კილომდე წონის ჩამოკდებაა შესაძლებელი ერთ ცალ დუბელზე რაც საშუალებას გვაძლევს ჩამოვკიდოდ საკმოდ დიდი ჭაღებიც.   მარტივი და მრავალფუნქციური მონტაჟი     კნაუფის ფილების უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს სახლისა თუ სამუშაო სივრცის დეკორატიულ გაფორმებისთვის. ოთახების გეგმარების შეცვლა და ზონირება, არცერთი სხვა ხერხით არ არის ესეთი მარტივი და სწრაფი. მისი დახმარებით სულ რამოდენიმე დღეში შესაძლებელია სახლის ყველა ოთახის გატიხვრა, ჭერის დამონტაჟება, რთული დეკორაციული ელემენტების შექმნა და შიგნით განათების სისტემების ინტეგრაცია. კნაუფის ფილებით ასევე შესაძლებელია კედლების იდეალურად გასწორება ან გარკვეული არქიტექტურილი ფორმების შქმნა, როგორიც არი მაგალითად: მომრგვალებული კედლები, თაღები, სათავსოები, საკომუნიკაციო ყუთები და მრავალი სხვა.   ხმის იზოლაცის უნარი     აწყობილ ტიხარს და დამონტაჟებულ ჭერს თაბაშირ მუყოას ფილების დახმარებით, თავისთავად გაჩნია კარგი ხმის საიზოლაციო უნარი, მაგრამ შესაძლებელია ამ ნიშნულის ბევრად გაუმჯობესება, ორფენიანი ან სამფენიანი კონსტრუქციების დამზადებით რაც დაიცავს სივრცეს გარე ხმების შემოღწევისგან.     დამტებითი მახასიათლები იხილეთ - კნაუფის ტიხარი, კნაუფის ჭერი.   რათქმაუნდა ყველა შემთხვევა ინდივიდუალირი, რამდენ ფენიანი კედელი იქნება თქვენს შემთხვევაში იდეალური დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხმარუან გარემოშია შენობა-ნაგებობა, რამდენად სქელი გარე კედლებია გამოყენებულია თუ არა სხვა საიზოლაცი მასალა მშენებლობის დროს და თქვენივე ოთახებშორსი რამდენად იზოლირე გინდათ რომ იყოთ.     სანდო და გამძლე     კანუფის ფილებით შექმნილი ინტერიერი დიდიხნით დაგავიწყებთ რემონტზე და მისთვის საჭირო მასალებზე ფიქრს, რადგან ტექოლოგის სწორად გმაოყენებისა და სწორი დანიშნულების მსალების შერჩვით, თქვენ მიიღებთ გარენტირებულ შედეგს. კნაუფის მასალების ხარისხი და გრძელვადიანი ეკსპლოატაცის უნარი მრავალჯერ არის შემოწმებული არა მოხლოდ ჩვენს ქვეყანაში არამედ თვითონ მაწარმოებელთან, გერმანიაში როგორც არსებულ ობიქტებზე ასევე ლაბორატორიაში სპეციალური ცდების მეშვეობით. ფრაზა „გრემანული ხარისხის“ არის ბრენდი, რომელიც პროდუქცის უმაღლეს ხარისხს აღნიშნავს და კნაუფის მასალები ამას ყოველდღურად ამტკიცებენ.        

სტატიის ავტორი:

2022-01-26

სრულად ნახვა
 
კნაუფის თბოიზოლაცია
კნაუფი მრავალ თბოსაიზოლაციო და ხმისაიზოლაციო პროდუქტს აწარმოებს, კონკრეტულად  მინ ბამბა (1.TR 039)/(2.TR 039) შიდა გამოყენების მასალა. ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდირებულია - კონსტრუქციულ კედლებში, ჭერებში, დახრილ სახურავებში, მანსარდებში და ცივი სხვენიბშია. მასალას საკმოდ ბევრი უპირატესობა გაჩნია მზგავს პროდუქტებთან შედარებით, მაგალითად: პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს (იწარმოება ინოევაციური ტექნოლოგიით - ECOSE®-ის გამოყენებით და მზადდება ბუნებრივი მასალებისგან), უპრობლემოდ უძლებს სინესტეს და სხვა მზგავს გარემო-პირობების ზემოქმედებას (ამის საშუალებას აძლებს მისი, წარმოებისას მისი წყალგაუმტარი ნივთიერებით Aquastatik-ით გაჟღენთვა), ასევე იგი მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელია მონტაჟის დროს. გაჩნია დიდხნიანი ექსპლოატაციის ვადა და ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში არ იწივის.   რათქმაუნდა მისი უმთავრესი მახასიათებელია, სითბოს მაღალი დონის კონსერვციის უზრუნველყოფა შენობა-ნაგებობებში, რაც მისი დაბალი თბოგამტარობის უნარის ხარჯზე ხდება. ლოგიკურია რომ, რაც უფრო დაბალია მასალის თბოგამტარობის კოეფიციენტი, მით უფრო კარგად ინარჩუნებს ტემპერატურის საჭირო გრადუს. ჭერებსა და კედლებში გამოყენებულ მინ ბამბა (1.TR 039)/(2.TR 039)-ს გააჩნია ძალიან დაბალი თბოგამტარობის კეფიციენტი 0,037. ის ინარჩუნებს სითბოს ზამთარში და სიგრილეს ზაფხულში, რაც ამცირებს სასიმოვნო ტემპერატურის მისაღებ და შესანარჩუნებელ ენეტგიას ხარჯს. ამსთან ერთად მას გაჩნია ხმის საიზოლაციო თვისებები, პროდუქტის სტრუქტურა ხელს უშლის ბგერებსი გავრცელებას კედლებ შორის, რაც უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას.   კნაუფის მთავარი მიზანია გაზარდოს მისი მასალების ეფექტურობა, მათი ექსპლოატაცის ვადა და განავითაროს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები, მაგალითად როგორიც არის ECOSE® ტექნოლოგია. კომპანის ესეთი პოლიტიკა ეხმარეაბ კნაუფს იყოს ლიდერი მსოფლიო ბაზარზე. კნაუფის საიზოლაციო მასალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: ბმული

სტატიის ავტორი:

2021-12-03

სრულად ნახვა
 
თაბაშირ მუყაოს ფილების შექმნის ისტორია
1881 -1910 პირველი ანალოგი თაბაშირ მუყაოს ფილების - ეგრედწოდებული გიფსოკარდონის, შექმნა ამერიკელმა ინჟინერმა ავგუსტინ საკეტმა, ეს იყო 5 მმ სისქის მასალა, რომელიც შედგებოდა 10 ფენა მუყაოდან და იყო ერთმანთზე დაწებებული თაბაშირის (გიფსის) ხსნარით. პატენტი ამ ქმნილებაზე იყო გაცემული 1881 წელს. ჩვენთვის უფრო ნაცნობი შემადგენლობით და ვიზუალის მქონე პრიდუქტად, თაბაშირ მუყაო გარდაიქმნა მეოცე საუკუნის დასწყისში, სტივენ კელი და კლარეს უტზმანის დახმარებით. სტივენმა მოიფიქრა ორი მუყაოს შორის, თხელი ფენა გამაგრებული თაბაშირის მოთავსება, კლარესმა კი თაბაშირ მუყაოს კიდების მომრგვალება შესთავაზა იმისთვის, რომ მისი ხმარება უფრო მარტივი გამხდარიყო. თაბაშირ მუყაოს ფილების (გიფსოკარდონის) პირველი მაწარმოებელი ქარხანა ამერიკაში 1917 წელს გაიხსნა და ამით სამშენებლო მასალების პირველი მასიური წამოების ეპოქა დაიწყო. მიუხედავად ამისა ქარხნის ამუშავებიდან რამოდენიმე წელიწადი, სამშენებლო პროექტებში, სარემონტო მასალად თაბაშირ მუყაოს ფილებს იშივათად იყენებდნენ.     1932-1958 თაბაშირ მუყაოს ფილების (გიფსოკარდონის) პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა 1932 წელს გერმანიაში ახლი კომპანის დაარსებამ, რომელიც სამშენებლო მასალებს და სამშენებლო კონსტრუქციებს აწარმოებდა. ქარხანა დაარსა ორმა ძმამ, ალფონსო და კარლ კნაუფებმა და შესაბამისად კომპანიის სახელად მათი გვარი კნაუფი შეარჩიეს. კომპანია კნაუფის დამსახურება მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, შეძლეს თაბაშირ მუყაოს ფილების მასიური წარმოების გაზრდა და ხარისხიანი სამშენებლო მასალების შექმნა. ასევე მათ შეკრიბეს კნაუფის სპეციალისტების გუნდი, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ფილების კონსტრუქციულ გაუმჯობესებაზე, იმისთვის რომ გაიზარდოს მასალის ხარისხი, შემცირდეს წარმოების ფასი და გაიზარდოს პროდუქციის ექპლუატაციის ვადა. 1958 წელს უშუალო ალფრედი კნაუფის ჩართულობით, შეიქმნა წარმოება თბაშირ მუყაოს ფილების ზუსტად ისეთ ფორმით, როგორსაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ. მაგრამ რათქმაუნდა მას მერე, მრავალჯერ შეიცვალა თაბაშირის ხნარის შემადგენლობა, მისი სიმჭიდროვე, მუყაოს სისქე და მრევალი სხვა რაც მისი ხარისხს აუმჯობესებს. რეალურად რასაც დღეს ჩვენ თაბაშრ მუყაოს ფილებს ვეძეხით, შეიქმნა 1958 წელს კნაუფის ქარხანაში და მას მერე უბჯობესდება.   1958 – დღემდე ამის შემდეგ, ამ უნიკალურმა მასალამ დაიპყრო მთლიანი სამშენებლო მასალების ბაზარი. დღეისთვის კნაუფს 25 ზე მეტი ქარხანა აქვს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებული და მუდმივად აფართოებს წარმოებას, რაც ხელს უწყობს მას სამშენებლო მასალების ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებაში. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ კნაუფის თაბაშირ მუყაოს ფილები დღეისთვის - არა მხოლოდ კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად გამოიყენება, არამედ გაჩნი ფართო ასორტიმენტი სისტემების სადაც მას ფართოდ იყენებებ. მაგალითად: კნაუფის ტიხარი, კნაუფის ჭერი და სხვა... ჯგუფი “კნაუფი” საქართველოში უკვე 20  წელია, რაც წარმოდგენილია. თუ დასაწყისში ეს იყო უბრალოდ “კნაუფის” პროდუქტების მოწოდება საზღვარგარეთიდან, 2006 წლიდან საქართველოში მუშაობა დაიწყო მარკეტინგულმა საწარმომ შპს “კნაუფ მარკეტინგ თბილისი”, რომელიც დაკავებული იყო როგორც კნაუფის სხვადასხვა სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტით, ასევე ბაზრის კონიუქტურის და მოთხოვნილების შესწავლით.კნაუფის ჯგუფის მარკეტინგული კვლევების შედეგების მიხედვით, საქართველოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უშუალოდ საქართველოში წარმოების დაწყების აუცილებლობის შესახებ. 2008 წლის 29 დეკემბერს კომპანიამ “კნაუფი” შეიძინა ქ. თბილისში (ყიზიყის ქ. #17) თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოების ქარხანა. ქარხანა, შპს “კნაუფ გიპს თბილისი”, ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 ივლისს. 2009 წლიდან ხაზის რეკონსტრუქციაზე მუშაობდნენ სპეციალისტები გერმინიიდან და უკრაინიდან საწარმოს ქართველი პერსონალის მხარდაჭერით მოდერნიზაციის შემდეგ, ხაზის მართვა ხდება თანამედროვე მიკროპროცესორული ტექნიკის ბაზაზე. დაყენებულია მოწყობილობა ფილების მარკირებისათვის “კნაუფის” ჯგუფის სტანდარტების თანახმად. რეკონსტრუქციის მიზანი იყო საქართველოში ისეთი პროდუქციის წარმოების აწყობა, რომელიც შეესაბამება ადრე იმპორტირებული კნაუფის ფილების ხარისხის მაღალ სტანდარტებს. დღეისათვის საწარმოს თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 100 ადამიანს. ქარხანას შეუძლია გამოუშვას წელიწადში 6 მლნ მ2 “კნაუფის” ფილა. “კნაუფი” მზად არის კვლავ იყოს სამშენებლო მოსაპირკეთებელი მასალების წარმოების დარგის ლიდერთა რიცხვში.    

სტატიის ავტორი:

2021-11-19

სრულად ნახვა
 
Knauf-ის ცეცხლსაწინაღმდეგო სისტემა
  საუბედუროდ ყოველ წელს ხანძარს ადამიანების სიცოცხლე მიაქვს და დიდი მატერიალურ ზიანს აყენებს შენობებს და გარშემო ინფრასტრუქტურას. ხანძრის გავრცელების ლოკალიზაცია მისი გაჩენის ადგილას, საუკეთესო ხერხია მის საწინააღმდეგოდ. ამისთივს უნდა მივმართოდ პასიური ხანძარსაწინააღმდეგო ხერხებს. ერთერთი ასეთი გადაწყვეტილება ხანძარმდგრადი სამშენევლო მასალების კერძოდ ფილების გამოყენება, რომლებიც იცავენ შენობის კონსტრუქციას და მის ინფრასტრუქტურას ხანძრის ზემოქმედებისგან. Knauf-ის თაბაშირ მუყაოს ფილებს (გიფსოკარდონი), გაჩნია მაღალი დონის ცეცხლგამძლეობა, მისი მთავარი მიზანია დაიცვას, შენობა-ნაგებობების საყრდენი კდელები, გაზარდოს დრო ხანძრის დაწყებიდან მის კრიტიკულ ზღვარამდე, რომ მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია მანამ სანამ შენობა-ნაგებობება ჩამოინგრევა.     Knauf-ის ცეცხლსაწინააღმდეგო ტიხრები, ჭერი, იატაკი და შენობის საკომუნიკაციო სათავსოები - ყუთები, შეფუთული ცეცხლგამძლე თაბაშირ მიყოას ფილებით, ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას შენობებში და ამით ეხმარება, მეხანძრეებს სიცოცხლისა და ქონების გადარჩენაში.     სტრუქტურული სახანძრო დაცვა გამოიყენება, ფოლადის სვეტებზე, ჭერეზე, იატაკეზე და შენობის საკომუნიკაციო სათავსოები ყუთეზე, ხანძარსაწინააღმდეგო კოეფიციენტის გაზრდის მიზნით. კნაუფის ცეცხლგამძლე ფილების გამოყნება, ჩარჩო კონსტრუქციით ან პირდაპირი მოპირკეთება, იცავ მათ ნგრევისგან და გააჩნია ხანძარსაწინააღმდეგო ეფექტურობა 120 წუთამდე. კნაუფის სისტემების შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: კნაუფის სისტემები - ჭერი კნაუფის სისტემები - ტიხარი კნაუფის იზოლაცია  

სტატიის ავტორი:

2021-10-25

სრულად ნახვა
 
„კნაუფ ინსულეიშენ“
„კნაუფ ინსულეიშენ“ წარმოადგენს 1932 წელს დაფუძვნებულ კნაუფის კომპანიების საოჯახო ჯგუფის ნაწილს, რომელიც სპეციალიზირებული თბოსაიზოლაციო და თაბაშირის სამშენებლო მასალების აწარმოებს.   კნაუფის კომპანიების საერთაშორისო ჯგუფი, რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს გერმანიაში, ფლობს 150-ზე მეტ ქარხანას და ჰყავს 25000-ზე მეტი თანამშრომელი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. დღეისთვის კნაუფის ჯგუფი სამშენებლო მასალების წამყვანი მსოფლიო მაწარმოებელია, რომლის ბრუნვაც წელიწადში 6 მილიარდ ევროზე მატს შეადგენს.   სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო სისტემების ტრანსნაციონალური მაწარმოებელი ჯგუფი კნაუფი, მისი მაშტაბის მიუხედავად ტიპიურ საოჯახო კომპანიად რჩება. მკაფიო ხედვა, გადაწყვეტილებების მიღების პირდაპირი მეთოდი, ინოვაციური კულტურა და იდეების სიმრავლე, რომელთა ინიცირებას ახორციელებს ჯგუფის ყველა თანამშრომელი, კნაუფს დინამიურ კმპანიად აქცევს.   კნაუფის ჯგუფმა დაიწყო გერმანიაში თავაშირის გადამუშავებით და გააფართოვა წარმოების მოცულობა, მიმართულებები და კორპორაციად იქცა. კნაუფი გთავაზობთ სამშენებლო მასალებსა და მომსახურეობას შემდეგ სფეროებში: პროდუქტებს თავაშირის ბაზაზე, როგორებიც არის: თაბაშირი მუყაოს ფილები ეგრეთ წოდებული „გიფსოკარდონი“, მშრალ ნარევები: ფითხი(შპაკლი), ბათქაში(გაჯი), ფილების წებო (წებოცემენტი) და სხვა. თბლსაიზოლაციო მასალებს, მათ შორის ნატურალური მინერალური ბამბა მინაბოჩკოს ტექნოლოგით დამზადებული (), ექსტროდირებული ქვფპოლისტეროლი, აფუებული ქაფპოლისტეროლი და ხის ბოჩკოვანი ცემენტის ფილები. სხვა სამშენებლო მასალები: ფილები შეკიდული ჭერისთვის, სექციები ლითონის ნაგლინებისაგან, დასასხმელი იატაკი და სპეციალური მასალები კედლების მოსაპირკეთებლად.     კნაუფის საერთაშორისო ჯგუფის ქვეგანყოფილება „კნაუფ ინსულეიშენ“-ი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა თბოსაიზოლაციო მასალების წარმობის სფეროში და ექსპერტია მათი მათი სისტემურ გამოყენებაში. კნაუფის, მისიაა გახდეს მსოფლიო ლიდერი შენობებისთვის განკუთვნილ ენერგოეფექტურ სისტმების სფეროში. „კნაუფ ინსულეიშენ“ - ის ფასეულებები - ორიენტრება კლიენტზე, სამეწარმეო სულისკვეთება - ღიაობა და ერთგულება კი განსაზღვრავს კომპანიის მიდგომას ბიზნესის წარმოებისადმი.   ენერგოეფექტურობის სფეროში 30-წლიანი გამოცდილებაზე დაყრდნობით „კნაუფის ინსულეიშენ“ -ი უზრუნველყოფს სამშენებლო პროდუქტებისა და სისტემების კომპლექსურ ნაკრებს, რომელიც საცხოვრებელი სახლების, კომერციული და ადმინისტრაციული დანუშნულების, შენობების თბოიზოლაციისა და ბგერაიზოლაციისთვის (ხმისიზოლაცია) საუკეთესო გადაწყვეტუილებას წარმოადგენს.     „კნაუფის ინსულეიშენ“ მიისწრაფვის აწარმოოს ისეთი სამშენებლო მასაელბი, რმლებიც აუმჯობესებს ზოგად ეკოლოგიურ ატმოსფეროს. ამ სწრაფვას კომპანია ახორციელებს ECOSE ტექნოლოგით შემუშავებული ახალი თაობის მინერალური ბამბის თბოიზოლაცის და ხმისიზოლაცის დანერგვით.   „კნაუფ ინსულეიშენ“ თავის საქმიანობას ახორციელებს 35-ზე მეტ ქვეყანაში, ფლობს 30 საწრმოო სიმძლავრის მეტრიკულ ნაწილში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში და აშშ-ში.   „კნაუფ ინსულეიშენ“ თნამშეომლების შტატი შეადგენს 5000-ზე მეტ ადამიანს.   დამატებით შეგიძლიათ იხილოთ კნაუფის სისტემები: კნაუფის ტიხარი და კნაუფის ჭერი.  

სტატიის ავტორი:

2021-10-19

სრულად ნახვა
 
კნაუფის ცეცხლმდეგი სისტემები
საქართველოს მთავრობის №41 დადგენილებით ,,შენობა ნაგებობების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე" რეგულირდება ცეცხლმდეგობის ხარისხი,დროის პერიოდი რომლის განმავლობაშიც შენობის ელემენტი ინარჩუნებს ცეცხლის შეკავების უნარს,აგრძელებს სტრუქტურული ფუნქციის შესრულებას,ან ახერხებს ორივეს. კნაუფის ცეცხლმდეგი სისტემები,აკმაყოფილებს მოთხოვნებს რომელიც თითოეული ინდივიდუალური ცეცხლმდეგი ანაწყობისთვისაა განსაზღვრული.რაც თურქეთში დამოუკიდებელ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩატარებულმა ცდებმა დაადასტურეს. კერძოდ ცელხმდეგობის ხანგრძლივობა 60,90 და 120 წუთია,აწყობილი კონსტრუქციის შესაბამისად.

სტატიის ავტორი:

2021-09-02

სრულად ნახვა
 
კანფ როტბანდის შენახვის რეკომენდაციები
კნაუფ როტბანდის მშრალი ნარევის შენახვა 6 თვე შეგიძლიათ თუ შეფუთვა დაუზიანებელია.  ბათქაშის სწრაფი გაშრობისათვის საჭიროა ოთახის კარგი განიავება. დეკორატიული საფარის დატანამდე ბათქაში უნდა დამუშავდეს გრუნტით - კნაუფ-ტიფენგრუნდი.  დაბინძურებული ავზები და ინსტრუმენტები ამცირებენ საბათქაშე ხსნარის გამოყენების დროს, ამიტომ სამუშაოს დასრულების შემდეგ ისინი უნდა გაირეცხოს წყლით. ტომრები უნდა ინახებოდეს მშრალ სათავსოებში ხის ქვეშებზე.  პირველ რიგში უნდა გამოიყენოთ მასალა დაზიანებული ტომრებიდან

სტატიის ავტორი:
კნაუფი
2021-06-11

სრულად ნახვა
 
თბოსაიზოლაციო,ბგერასაიზოლაციო მასალები მინაბორჭკოს ბაზაზე ტექნოლოგიით ECOSE
-მაღალი თბოსაიზოლაციო და ბგერასაიზოლაციო თვისებები -არაწვადობა -სიმტკიცე მიკროორგანიზმებისა და მღნელების მიმართ -ხანგამძლეობა -ენერგოდაზოგვა -ნარტურალური კომპონენტების ბაზაზე -ფენოლის,ფორმალდეჰიდის,აკრილის და ნავთობქიმიის სხვა პროდუქციის გარეშე -ნატურალური ფერი -ნაკლებ მტვრიანი -აქვს ნეიტრალური სუნი  

სტატიის ავტორი:

2021-05-25

სრულად ნახვა
 
ბგერითი ტალღები
  ლაპარაკით,მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრით,სანტრანსპორტო მოძრაობით და დანადგარების მუშაობით წარმოიშობა ბგერითი ტალღები,რომელიც უნდა ჩაახშოს მშრალი მშენებლობის გზით აშენებულმა კედლებმა,ჭერებმა და იატაკებმა.თუ ბგერა მშრალი მშენებლობის მეთოდით აშენებულ კედელთან მოვა შეხებაში ,მაშინ მოხდება მისი იზოლაცია.ამიტომ იდეალურ შემთხვევაში,მეზობელი საერთოდ ვერავითარ ხმას ვერ გაიგებს .საცდელ ლაბორატორიაში ხდება ამ პროცესის მოდელირება და მეტროლოგიურად იზომება აკუსტიკური იზოლაციის ერთეულებით.    აკუსტიკური იზოლაციის ერთეული R აჩვენებს,თუ რამდენი დეციბელ(A) -იკლებს ბგერითი წნევის დონე.რაცუფრო მაღალი სიდიდითაა დეციბელ(A) მით უკეთესად ხდება კედლის მიერ ბგერის იზოლაცია.

სტატიის ავტორი:

2020-05-25

სრულად ნახვა
 
თაბაშირ–მუყაოს ფილების ზედაპირების დამუშავება:შეფითხვნა
  ნაკერების ფორმირება და მათი გაგოზვა წარმოადგენს მშრალი მეთოდით წარმოებული სამუშაოების ხარისხის გადამწყვეტ ფაქტორს.თუ საჭიროა მთლიანი ზედაპირის დამუშავება,მაშინ ნაკერები, პირაპირები და შურუპის თავები უნდა შეიფითხნოს. ნაკერების შეფითხვნა უნდა მოხდეს მხოლოდ ამისთვის გათვალისწინებული კნაუფის საფითხნი მასებით.ვინაიდან მხოლოდ სწორად შერჩეული ფითხი იძლევა ბზარის არარსებობის გარანტიას და დამუშავებული თაბაშირმუყაოს ფილების ხანგრძლივ საიმედო შეერთებას.ამგვარად, კნაუფის კონსტრუქციები გარდაიქმნება სწორ და იდეალურ ზედაპირად შემდგომი საღებავით,   შპალიერით ან კერამიკული ფილით დასაფარად.ნაკერების ლენტი თავის თავზე იღებს გაჭიმვისას წარმოქმნილ დაძაბულობებს (მაგალითად თერმული გაფართოება) რასაც შედეგად შეიძლება მოყვეს ნაკერების ადგილებში ბზარების გაჩენა . კვეთის ნაწიბურზე ასევე რეკომენდირებულია ნაკერების ლენტის გამოყენება,თუ თქვენ შესაფითხნი სამუშაოების ჩატარებას გადაწყვეტთ ნაკერების ლენტის გამოყენების გარეშე,მაშინ უნდა გამოიყენოთ ფითხი კნაუფ უნიფლოტი.ნაკერების ლენტის გმოყენებისას რეკომენდირებულია შეფითხვნა კნაუფ ფუგენფიულერით.კონსტრუქციული მოსაზრებებით ჭერიდან სახურავის ქანობზე გადასვლის ან სახურავის ქანობიდან სხვენზე გადასვლის ადგილებში შეფითხვნა ყოველთვის უნდა გაკეთდეს ნაკერების ლენტის გამოყენებით.( და უნიფლოტთან კომბინაციით) 

სტატიის ავტორი:

2020-05-13

სრულად ნახვა
 
PROFSYSTEM , წარმატებული ქართული ბრენდი
ორიოდე სიტყვით გვინდა მოგითხროთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის შპს პროფსისტემის შესახებ. კომპანია 2013 წლიდან ახორციელებდა სხვადასხვა საქმიანობას, ხოლო 2016 წლიდან მან შეიცვალა პროფილი და ძირითადი  საქმიანობის სფერო გახდა თაბაშირ მუყაოს სამონტაჟო სისტემებისთვის  საჭირო პროფილებისა და აქსესუარების  წარმოება. წარმოება ხორციელდება ბოლო თაობის  დანადგარებით,  რომლის ინსტალაციაც განხორციელდა უკრაინელი და თურქი სპეციალისტების მიერ.  პროფსისტემის პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული გახდა, რასაც განაპირობებს  პროდუქციის მაღალი ხარისხი,რაც დასტურდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით. პროდუქციის  პარამეტრები (სიგრძე სიგანე სიმაღლე, მეტალის სისქე) იდენტურია კნაუფის ანალოგიური პროდუქციის მონაცემებისა. 2018 წლიდან პროფსისტემის პროდუქცია გადის ექსპორტზე აზრებაიჯანის  რესპუბლიკაში.       2019 წელს  განხორციელდა რამოდენიმე მილიონიანი ინვესტიცია: კომპანიამ თბილისში  შეიძინა  47000 კვ.მ მიწის ნაკვეთი , საწარმოო შენობა ნაგებობებით,ასევე მანქანა დანადგარების  რამოდენიმე კომპლექტი, 2020 წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს რამოდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვება, რომელიც გაიყიდება საქართველოს ბაზარზე და ასევე  ექსპორტით გავა კავკასიის რეგიონში    

სტატიის ავტორი:
გ.ს
2020-03-30

სრულად ნახვა
 
კნაუფ ფლეხენდიხტი–ფლეხენდიხტბანდი
  კნაუფ ფლეხენდიხტი გამოიყენება ზედაპირების ჰიდროიზოლაციისათვისკერამიკული ფილის ან მეტლახის ქვეშ.   მას გააჩნია კარგი ადგეზია პრაქტიკულად ყველა ზედაპირთან,მაგალითად,ბეტონთან,ქაფ–ბეტონთან,კირის,ცემენტის და თაბაშირის ბათქაშთან,ცემენტის ფილებთან,ქვის წყობასთან,ქვასთან,ხესთან,მონოლითის უნაკერო იატაკებთან.   მაჰერმეტიზირებელი ლენტი კნაუფ ფლეხენდიხტბანდი გამოიყენება კნაუფ ფლეხენდიხტი ჰიდროიზოლაციასთან ერთად საიმედო იზოლაციისათვის პრობლემურ ადგილებში:    – გარე და შიდა კუთხებში    – კედლისა და იატაკის შეერთების ადგილებში    – ღია ბზარებში,რომლებიც წინსწარ შევსებულია ფითხით.

სტატიის ავტორი:

2020-03-24

სრულად ნახვა
 
ჰიდროიზოლაცია - ტენისგან დაცვა
  ტესინგან დაცვა ხშირად გულისხმობს იმას, რომ მშრალი მშენებლობის მეთოდით აშენებული შენობები წყლისაგან იყვნენ დაცული. ასეთი შემთხვევაა მაგალითად სახლის სააბაზანოში წარმოქმნილი ტენის ნეიტრალიზაცია.ტენისგან დაცვა გულისხმობს ასევე პროცესს,როცა მშრალი მშენებლობის მეთოდით აშენებული კონსტრუქცია ახდენს ორთქლის დიფუზიას. ტენისგან დაცვა  არის აუცილებელი მშრალი შენების კონსტრუქციებისთვის,მაგალითად-    - საცურაო აუზებისთვის,გამანჯანსაღებელი დაწესებულებისთვის    - აბაზანებისათვის    - დიდი სამზარეუეულოებისთვის    - საკვებ გადამამუშავებელი საწარმოებებისთვის

სტატიის ავტორი:

2020-03-16

სრულად ნახვა
 
ორთქლიზოლაცია
     კონდესატის გამოყოფა ხდება ყველგან,სადასც წყლის ორთქლით გაჟღენთილი თბილი ჰაერი შეხებაში მოვა ცივ ზედაპირთან.ამის თავიდან ასაცილებლად საჯიროა იზოლაციის ჩამონტაჟება,რომელიც არ დაუშვებს წყლის ორთქლის დიფუნდირებას(გარეთ გასვლას) სამშენებლო ელემენტის გავლით.      ორთქლის იზოლაცია ყოველთვის ყენდება სამშენებლო ელემენტის თბილ მხარეს,მაგალითად თაბაშირის ფილის უკან და თბოიზოლაციის წინ.      ორთქლიზოლაცია როგორც წესი შედგება ალუმინის ან პოლიეთილენის კილიტისაგან.კომბინირებულ ფილებსაც გააჩნიათ ქარხნული წესით ჩამონტაჟეული ორთქლის იზოლაცია    

სტატიის ავტორი:

2020-03-14

სრულად ნახვა
 
მანსარდის -სხვენის მოპირკეთება
  კერძო სახლის სახურავის დაქანება უნდა აღიჭურვოს ქვეკონსტრუქციით მოსაპირკეთებელი სამუშაოების დროს.სხვენის მოპირკეთების ქვეკონსტრუქცია შეიძლება შედგებოდეს ხისგან ან ლითონის პროფილებისგან.   შემდგომში გამოყენებული ქვეკონსტრუქციის სახეობისგან დამოუკიდებლად,თბილი ჭერის აგებისას პირველ რიგში საიზოლაციო მასალით მჭიდროდ ამოივსება სივრცე ნივნივებს შორის.საიზოლაციო მასალის სისქე ნივნივების სიმალეს შეესაბამება.  ამის შემდეგ მაგრდება განივი ძელაკები.მათი ზომები ნივნივებს შორის მანძილზეა დამოკიდებული .განივი ძელაკების მაქსიმალური დაშორება 10-15 გრადუსის დახრილობის სახურავების დაქანებაზე ,ფილის სისქეზეა დამოკიდებული.  

სტატიის ავტორი:

2020-03-09

სრულად ნახვა
 
სანიტარულ ჰიგიენური მოწყობილობების ჩამონტაჟება
  სანიტარულ -ჰიგიენური მოწყობილობების მონტაჟი იწყება მას შემდეგ რაც დასრულებულია სამონტაჟო კედლის ქვედა კონსტრუქციის აგება.სწორედ ამიტომ ,სამშენებლო გრაფიკის დეტალურ გეგმაში აუცილებელია მუშაობის გრაფიკის წინასწარი გათვლა. მონტაჟის წინაპირობები: --წინასწარ დამზადებული ფოლადის საყრდენი დგარები,რომლებიც როგორც წესი ,სხვადასხვა სიმაღლეზე შეიძლება დაყენდეს --ფილების იატაკში დამაგრება  ხორციელდება ძირითადი გადახურვის ფილაზე და არა მცურავ იატაკის მოჭიმვაზე --ტუალეტის, ხელის დასაბანი ნიჟარის შემთვევაში ყურადგება უნდა მიექცეს სიმაღლეებს.გაზომვა ხდება შესამოსი კერამიკული ფილების მიხედვით 

სტატიის ავტორი:

2020-03-07

სრულად ნახვა
 
თაბაშირ -მუყაოს ფილები
    მოხმარების ყველა სფეროში კნაუფი გთავაზობთ შესაბამის თაბაშირ მუყაოს ფილებს.დაწყებული სტანდარტული თაბაშირ-მუყაოს ფილებით,ნესტგამძლე ფილებით მაღალი ტენიანობის სათავსოებისათვის და დამთავრებული ცეცხლგამძლე ფილებით,რომელიც გამოიყენება მაგალითად ,სხვენის სართულის მშენებლობისას.გამოყენების მიზნისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს თაბაშირ მუყაოს ფილის სისქეს და ამის შედეგად მიღებული ხმის იზოლაციის და თბოიზოლაციის პაარამეტრებს  და ასევე ხანძარუსაფრთხოებას და სინესტისაგან დაცვას.

სტატიის ავტორი:

2020-03-04

სრულად ნახვა
 
ბგერაიზოლაცია და თბოიზოლაცია
   არსებული მონოლითური კედლების ხმისიზოლაციისა და თბოიზოლაციის გაუმჯობესებისათვის ვიყენებთ კნაუფის კარკასულ კონსტრუქციებს მათი შემდგომი შემოსვით თაბაშირ-მუყაოს ფილებით.ამით მიიღწევა არა მხოლოდ ვიზუალურად უნაკლო კედლები,არამედ საუკეთესო თბოიზოლაცია და ხმაიზოლაცია.ამასთან ერთად ელ.გაყვანილობა საყოფაცხოვრებო ტექნიკისათვის მონტაჟდება არსებულ კედელესა და კნაუფის თ.მ ფილებს შორის.აღარ არის მძიმე მონოლითური კედლის აგების და შემდგომი მობათქაშების აუცილებლობა.შესამოსი კარკასები შეიძლება დამზადებული იყოს ხის ძელებისაგან ან ლითონის პროფილებისაგან.კნაუფის თაბაშირ მუყაოს ფილების დასამაგრებლად გამოიყენება კნაუფის თვითმჭრელი შურუპები (შურუპის სიგრძე -35 მმ ხის კარკასისათვის და 25 მმ ლითონის კარკასისათვის).

სტატიის ავტორი:
კნაუფი
2020-03-02

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის ტიხრები ლითონის კარკასზე
  ტიხრები ლითონის კარკასზე წარმოადგენენ ერთმაგ(W-111, W-112, W-113, W-118, K-234) ან ორმაგ  (W-115, W-116) კარკასებს ორმხრივი შემოსვით კნაუფის თაბაშირმუყაოს ფილებისა და ტენმდეგი თაბაშირმუყაოს ფილებისაგან. ცეცხლგამძლე თაბაშირმუყაოს  ფილებისა და ცეცხლგამძლე-ტენმდეგი  თაბაშირმუყაოს ფილებისაგან.   კარკასი უერთდება ოთახის კონსტრუქციის ელემენტებს.შემოსვა შეიძლება იყოს ერთშრიანიდან სამშრიან შემოსვამდე .  თუ არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნები ბგერა-თბო და ხანძარსაწინაღო დაცვის მიმართ, მაშინ შეიძლება ღრუ კედლებში ჩაშენებული იყოს საიზოლაციო მასალები, და ასევე ელექტრო-სანიტარული  მოწყობილობები.  

სტატიის ავტორი:

2020-02-24

სრულად ნახვა
 
ქვაბამბა
  -ქვაბამბა - გამოიყენება თბო და ხმის იზოლაციისთვის.   - მისი საიზოლაციო თვისებების წყალობით შენობა ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს შეინარჩუნებს.  - აკონტროლებს ხმაურსა და ვიბრაციებს, შედეგად ხმის იზოლაცია შენობაში მშვიდი და გაუმჯობესებული გარემოს დამკვიდრებაში   დაგეხმარებათ. - ქვაბამბა საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს უფრო ჯანსაღს და კომფორტულს გახდის, განსაკუთრებით თუ ქალაქში ცხოვრობთ ან საქმიანობთ. - უპირატესობები: - მედეგია ტემპერატურის ცვლილების მიმართ -  სახანძრო უსაფრთხოების ევროპული სტანდარტი - ხმის იზოლაციისა და შთანთქმის მაღალი ხარისხი - მრავალფუნქციური პროდუქტი - მოქნილია ოთხივე მხრიდან სწრაფი და მარტივი ინსტალაციისთვის.

სტატიის ავტორი:
კნაუფ გიპს თბილისი
2020-02-21

სრულად ნახვა
 
"Knauf PFT" - დანადგარები.
-   სამშენებლო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების გამო სამშენებლო ფირმები იძულებულნი არიან დაფიქრდნენ ხელით შესრულებული სამუშაოების მექანიზაციაზე. -  მოსაპირკეთებელი სამუშაოები წარმოადგენენ მშენებლობის ერთერთ ყველაზე შრომატევად ეტაპს. მათი შრომატევადობის შემცირება შესაძლებელია მშრალი მშენებლობის სისტემების გამოყენებით. თუმცა თუ სამშენებლო ფართი ორიგინალური ან არასტანდარტულია, საჭირო ხდება საბათქაშე, საფითხნი და სამღებრო სამუშაოების წარმოება. აქ კი შრომატევადობის შემცირების მხოლოდ ერთი გზაა - მექანიზაცია. -  სწრედ ამისთვის არის შექმნილი "Knauf PFT" დანადგარები. რომლებიც იძლევიან მოსაპირკეთებელი სამუშაოების მექანიზაციის კომპექსური გადაწყვეტის შესაძლებლობას. სისტემა PFT აერთიანებს რამდენიმე სახის დანადგარს: ▪️ კონტეინერები მშრალი ნარევებისთვის ▪️ პნევმოსატრანსპორტო ტუმბოები ▪️ საბათქაშე სადგურები ▪️ ხსნარის ტუმბოები ▪️ შემრევები ▪️ სამღებრო სადგურები ▪️ სპეციალური მანქანები გარდა ამისა, ფირმა Knauf PFT აწარმოებს, როგორც დამხმარე და სახარჯ მასალებს (მილები, გადამწოდი, სტატორი და სხვ.) ასევე ინსტუმენტებს.

სტატიის ავტორი:

2020-02-19

სრულად ნახვა
 
აკვაპანელი-ფილა ცემენტის ბაზაზე
"აკვაპანელი" არის უნიკალური მასალა ჭარბი სინესტის მქონე სათავსოების მოპირკეთებისათვის. - იდეალური საფუძველი დეკორატიული მოპირკეთებისათვის; - 100% ნესტგამძლეობა, არ იშლება, არ იფხვნება, სპეციალური დამუშავების შედეგად არ იკიდებს ობს და სოკოს; - იღუნება რადიუსით 1 მეტრიდან; - დამუშავებისას მაქსიმალურად ტექნოლოგიურია; - სწრაფად და იოლად მონტირებადი;

სტატიის ავტორი:

2020-02-18

სრულად ნახვა
 
კნაუფი-თბილი კედელი
   გარე თბოიზოლაციის სისტემის, **კნაუფ თბილი კედელი **გამოყენება შესაძლებელს ხდის გაიზარდოს ძველი შენობების კედლების თბო წინაღობა და შესაბამისად შემცირდეს სითბოს დანაკარგი,ხოლო ახალ მშენებლობაში გამოყენებისას,შესაძლებელს ხდის შემცირდეს დანახარჯი კედლის მასალებზე,კედლის სისქის შემცირების ხარჯზე და უზრუნველყოფილიქნეს შენობების საჭირო თბოიზოლაცია.         

სტატიის ავტორი:

2020-02-17

სრულად ნახვა
 
მშრალი მობათქაშება:(აგურის კედლის შემოსვა)
  არსებული გარე კედლის შიდა მოპირკეთებისათვის გამოიყენება კნაუფის ბათქაში ან კედლის შემოსვა კნაუფის თაბაშირმუყაოს ფილებით და კარკასის გამოყენებით.თუ არ არის საჯირო ხმაიზოლაცია,მაშინ მშრალი მობათქაშებით შეილება სწრაფად მივიღოთ სწორი და სუფთა კედელები.მუდმივად ნესტიანი კედლებისა და დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ტენიანობის მქონე ფართებისათვის მშრალი ბათქაში არ გამოდგება.    მშრალი მეთოდით წარმატებული მშენებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია დაგრუნტვის სწორი შერჩევა ,ვინაიდან ის უზრუნველყოფს თაბაშირის წებოვანი დუღაბის კედელთან ოპტიმალურ შეჯიდებას.

სტატიის ავტორი:

2020-02-15

სრულად ნახვა
 
კნაუფი-მანსარდის აშენება (ფართი სახურავის ქვეშ)
  მანსარდის აშენებამდე ფართი უნდა შემოწმდეს სპეციალისტის მიერ,ვინაიდან მნიშვნელოვანი დეტალების(ჯერი,მოლარტყვა,მზიდი კონსტრუქციები) მდგომარეობაზეა დამოკიდებული,თუ რა შემდგომი ზომების მიღებაა  მიზან შეწონილი და საჭირო,მაგალითად,სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.    სამშ ენებლო ელემენტების მრავალფეროვნების გამო სხვენის სართულის მშენებლობა წარმოადგენს ერთიანი სამშენებლო ღონისძიების ურთიერთ დაკავშირებულ სისტემას.სხვენის სართულის მოწყობისას გამოიყენება კნაუფის ფილები  ხმისიზოლაციისა და თბოიზოლაციის მასალებთან კომბინაციაში.საიზოლაციო მასალების სისქე დამოკიდებულია იზოლაციის სასურველ კოეფიციენტზე და განსაზგვრულ მოთხოვნებზე. სხვენის ნაწილის შემოსვა კნაუფის ფილებისგან,სამონტაჟო პროფილისგან დამზადებულ ლითონის კარკასთან ეთად მაგრდება ნივნივის ფერმის რიგელზე ან ნივნივაზე.

სტატიის ავტორი:

2020-02-12

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის კომპლექტური სისტემები
 -  "Knauf"-ის პროდუქცია მზადდება ბუნებრივი მასალებისგან და წარმოება ხდება მაღალიტექნოლოგიური თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით. -   პროდუქციამ გაიარა ყველა საჭირო ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიური კვლევა. პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატით და სრულიად შესაბამისობაშია ევროპულ დირექტივასთან- რაც გულისხმობს: ▪ თბოიზოლაციის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროების არარსებობა; ▪ არ არის კანცეროგენული ნივთიერება; ▪ არ გროვდება ორგანიზმში.   Knauf-დროა გაუფრთხილდე ენერგიას! 

სტატიის ავტორი:

2020-02-11

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის სამშენებლო პროდუქცია
საერთაშორისო ჯგუფი Knauf       კნაუფი სამშენებლო პროდუქციის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. -  გლობალური წარმოების ასორტიმენტშია ათეულობით სხვადასხვა სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალათა კატეგორია. -  20 წელია წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე -  ფლობს გერმანული საწარმოო ტექნიკით აღჭურვილ ქარხანას თბილისში. -   დანერგილი წარმოების და ხარისხის კონტროლის სტანდარტები იდენტურია კნაუფის გერმანიაში არსებული საწარმოებისა.

სტატიის ავტორი:

2020-02-09

სრულად ნახვა
 
Knauf Super Finish
Knauf Super Finish - მზა საფითხნი მასალა სპეციალური შემავსებლის, ვინილის შემკვრელის და მასალის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი დანამატების ბაზაზე. განკუთვნილია იდეალურად სწორი და გლუვი ზედაპირების შექმნისთვის ფართების შიგნით. Knauf Super Finish გამოიყენება შემდეგისთვის: თხელი საბოლოო ფენის დატანისთვის მინერალურ საფუძველებზე: მყარ ბათქაშებზე (თაბაშირის, კირის, ცემენტ-კირის), ბეტონის ზედაპირებზე, თაბაშირის ბლოკებზე, შეღებილ ზედაპირებზე ან მინაბოჭკოვანი შპალერით გაკრულ ზედაპირებზე. თაბაშირმუყაოს ფილების მოპირკეთებისთვის. თაბაშირმუყაოს ფილების პირაპირების, რომლებიც წინასწარ შევსებულია მასალით Knauf Uniflott ან Knauf Fugenfüller, განმეორებითი შეფითხნისთვის.

სტატიის ავტორი:

2020-02-08

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის მშრალი კედელი
Knauf-ის მშრალი კედელი • მშრალ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1958 წელს, როდესაც "კნაუფმა" პირველად შექმნა თაბაშირ-მუყაო. მას შემდეგ ეს სფერო მუდამ იზრდება და ვითარდება ტექნოლოგიურად. • მშრალ მშენებლობაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს. "კნაუფს" უკვე წარმოებული აქვს 1,1 მილიარდი კვ/მ თაბაშირ-მუყაო და 815 მილიონი მეტრი მეტალის პროფილი. • პროდუქციის და აქსესუარების ფართო არჩევანი ჩვენი მომხმარებლების ყველა საჭიროებას ერგება.

სტატიის ავტორი:

2020-02-05

სრულად ნახვა
 
თბოიზოლაციის სისქე
მინერალური ბამბის ტექნიკური მახასიათებლები, რომ არ დაირღვეს მისი სისქე უნდა იყოს შენარჩუნებული. შესაბამისად, თუ მინერალური ბამბის სისქე არის 5 სმ, 7.5 სმ, 10 სმ ან 20 სმ, მისი ტექნიკური მახასიათებლები არ დაირღვევა და სრულ შესაბამისობაში იქნება თბოიზოლაციისა და ხმისიზოლაციის მოთხოვნებთან. თუ თქვენი კედელი აზომვების შედეგად აღმოჩნდა იდეალურად სწორი, არ არის გადახრა იატაკის წერტილისა და ჭერის მიერთებას შორის, ან არ არის კედელი დეფორმირებული, მაშინ, იზოლაციის გამოთვლა უნდა მოხდეს, თავად, ამ კედლის სისქიდან გამომდინარე. სხვადასხვა კლიმატურ პირობებში კედლის სისქეს სხვადასხვა სითბური მოთხოვნები აქვს. მაგრამ, როგორც წესი, ცემენტის ბლოკის კედელი, მსუბუქი ბეტონის ბლოკები ან კერმიკული აგურებისაგან ანდა სილიკატური აგურისგან აშენებული კედლის მინიმალური სისქე საქართველოსთვის შეადგენს 40 სმ-ს. ამაზე თხელი კედლები, ზემოხსენებული მასალებით შესრულებული მოითხოვს დათბუნებას შენობის გარედან ან შიგნიდან. დათბუნების სისქე პირდაპირპროპორციულია არსებული კედლის სისქისა და გამოითვლება შესაბამისი ფორმულებით. თუ, ამ ფორმულებით გამოთვლის შედეგად დადგინდა, რომ თქვენი საცხოვრებლის კედლის დათბუნებისათვის საჭიროა 5სმ-ის სისქის მინერალური ბამბის გამოყენება და დათბუნება უნდა მოხდეს შენობის შიგნიდან, მოპირკეთების გამოსვლის მანძილი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სისტემას გამოვიყენებთ. თუ თაბაშირ მუყაოს ასაკრავად გამოვიყენებთ ჭერის პროფილებს ( CD, UD), მაშინ 5 სმ ბამბას დაემატება პროფილის სისქე 27 მმ, ანუ 2,7 ს, ასევე პოლიეთინენის ფირის სისქე ( დამოკიდებულია ფირის სისქეზე, მაქს. 1მმ) და თაბაშირ მუყაოს ფილა 1. 25 სმ (12,5 მმ). შესაბამისად, თუ დათბუნებისათვის გამოვიყენებთ ტიხრის დგარის პროფილებს ( CW, UW), მაშინ, კედლის იდეალური სისწორის შემთხვევაში პროფილის სიგანეს 50მმ-ს ანუ 5 სმ-ს, რომელშიც ჩადებულია 5 სმ-იანი ბამბის ბრიკეტები, დაემატება ფირისა და თაბაშირ მუყაოს ფილის სისქე. ასე, რომ პირველ შემთხვევაში, იდეალურ შემთხვევაში, კედლიდან გამოდიხართ 9.05 სმ-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 6,35 სმ-ით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გვეწვიოთ კნაუფის სასწავლო ცენტრში, სადაც ჩვენი კონსულტანტი ჩაგიტარებთ უფასო კონსულტაციას.

სტატიის ავტორი:
კნაუფის სერვის ცენტრი
2020-02-04

სრულად ნახვა
 
საბათქაშე სალესი მანქანები PFT G4
საბათქაშე მანქანები PFT G4  ➡️ ესაა მანქანები, რომლებიც ამზადებენ სამშენებლო ხსნარს მშრალი ნარევის წყალთან შერევის გზით, ახორციელებენ მის მიწოდებას ადგილზე მილით და ზედაპირზე დატანას გამფრქვევი მოწყობილობის მეშვეობით. ➡️ მიუხედავად იმისა, რომ ამ  მანქანებს ეწოდებათ "საბათქაშე მანქანები", ისინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოლითური იატაკების დასხმისთვის, კარების და ფანჯრის კოლოფების შევსებისთვის, იზოლაციის ფილებზე მწებავი ხსნარის დატანისთვის და ა.შ. საბათქაშე მანქანების PFT G4-ის ძირითადი უპირატესობები: ▪️ მაღალი მწარმოებლურობა  ▪️ ხანგამძლეობა  ▪️ მყარი კონსტრუქცია  ▪️ მაღალი კოროზიული მდგრადობა  ▪️ მარტივი და მინიმალური მომსახურება  ✔️ კომბინირებულად მუშაობს სხვა PFT მანქანებთან

სტატიის ავტორი:
კნაუფის სასწავლო ცენტრი
2020-02-04

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის ენერგოეფექტური კედელი
 -მაღალი ხარისხის ენერგოეფექტურობისთვის „კნაუფი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ გარე კედელს, რომელიც ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან შედგება და ტრადიციულ კედელთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია. - შენობების ენერგოდაზოგვის პრობლემის გადაწყვეტისა და საცხოვრებელში კომფორტული პირობების შექმნის თვალსაზრისით, შენობის თბოიზოლაციის მოწყობა გარედან, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. - შენობაში ენერგომოხმარების შემცირების შედეგად მცირდება შენობის გათბობისა და გაგრილების დანახარჯები, შესაბამისად ენერგოეფექტურ კედელზე გაწეული ხარჯები შემდგომში მოკლე ვადაში ანაზღაურდება, რადგან კომფორტული კლიმატის შესანარჩუნებლად შენობა მოიხმარს ნაკლებ ენერგიას.  

სტატიის ავტორი:

2020-02-04

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის ცეცხლგამძლე ფილა
"კნაუფი"-ს ცეცხლგამძლე ფილა  -გამოიყენება ოთახებს შორის მსუბუქი ტიხრების,შეკიდული ჯერის, კედლების შემოსვის მოსაწყობად და კონსტრუქციების სახანძრო დაცვის მიზნით. ცეცხმლდეგობას უზრუნველყოფენ სპეციალური დანამატები. -მუყაოს ფერი ვარდისფერი -მარკირების ფერი შავი ნაწიბურის სახეობა: -დათხელებული ნაწიბური -ნახევრად მრგვალი დათხელებული ნაწიბური -სწორი ნაწიბური  

სტატიის ავტორი:

2020-02-03

სრულად ნახვა
 
KNAUF-ფლიზენი
“კნაუფ-ფლიზენ” განკუთვნილია შემდეგი სამუშაოებისათვის: ▪ კედლების მოპირკეთება 30X30 სმ-მდე ზომის და 45 კგ/მ2 წონის კერამიკული ფილებით (წყალშთანთქმით არანაკლებ 3%) შენობების შიგნით და გარეთ (ცოკოლის გარდა); ▪ იატაკების (გათბობის გარეშე) მოპირკეთება 60X60 სმ-მდე ზომის კერამიკული ფილებით (შენობის შიგნით და გარეთ) და კერამოგრანიტით (შენობის შიგნით)

სტატიის ავტორი:

2020-02-02

სრულად ნახვა
 
KNAUF-ფლექსი
- “კნაუფ ფლექსი” განკუთვნილია შენობების შიდა და გარე (მათ შორის, ცოკოლის) მოპირკეთებისათვის: • კედლების მოპირკეთებისათვის კერამიკული ფილებით, კერამოგრანიტით, ბუნებრივი და ხელოვნური ქვით ფორმატის და წონის შეზღუდვის გარეშე; • იატაკების მოპირკეთებისათვის კერამიკული ფილებით, კერამოგრანიტით, ბუნებრივი და ხელოვნური ქვით ფორმატის და წონის შეზღუდვის გარეშე.

სტატიის ავტორი:

2020-02-01

სრულად ნახვა
 
KNAUF-როტბანდი
კნაუფ-როტბანდი – ეს არის თაბაშირის შემკვრელის საფუძველზე დამზადებული უნივერსალური მშრალი საბათქაშე ნარევი დანამატებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ადჰეზიას. - განკუთვნილია ჩვეულებრივი მკვრი ვი საფუძველის მქონე (ბეტონი, აგური, ცემენტის ბათქაში) ჭერებისა და კედლების ხელით მაღალხარისხიანი მობათქაშებისათვის. ასევე გამოიყენება ქაფპოლისტიროლის, ცემენტ-ბურბუშელიანი ფილების, ნორმალური ტენიანობის მქონე ოთახების შიდა ზედაპირების, სამზარეულოების და აბაზანების მოსაბათქაშებლად. - განსაკუთრებით რეკომენდებულია გლუვი ზედაპირის მქონე ბეტონის ჭერებისა და კედლებისათვის.

სტატიის ავტორი:

2020-01-29

სრულად ნახვა
 
KNAUF-ტიფენგრუნდი
Knauf – ტიფენგრუნდი ➡ მზა დასაგრუნტი მასალა, სწრაფი გაშრობის, ორთქლგამტარი, პოლიმერული დისპერსიის ბაზაზე. განკუთვნილია საფუძვლის დასამუშავებლად ზედაპირის გამაგრების, მისი შეწოვისუნარიანობის შემცირებისა და ადჰეზიის გაუმჯობესების მიზნით საბოლოო საფარის (ფითხი, საღებავი, შპალერი), კერამიკული ფილების და სხვ. დაგების წინ. მისი მაღალი შეღწევადობის გამო კარგად გამოიყენება წვრილფორიანი მასალების დასაგრუნტად. ➡ Knauf – ტიფენგრუნდი შემდეგი ზედაპირების დასამუშავებლად გამოიყენება: ✅ თაბაშირმუყაოს და თაბაშირბოჭკოვანი ფილები ✅ თაბაშირის და ცემენტის ბათქაშები ✅ თაბაშირის ღარქიმიანი ფილები ✅ თაბაშირმუყაოს და თაბაშირბოჭკოვანი ფილების ნაკერები, თაბაშირის ფითხით დამუშავებამდე ✅ თაბაშირის და ცემენტის მოჭიმვა შიდა და გარე სამუშაოებისთვის.

სტატიის ავტორი:

2020-01-27

სრულად ნახვა
 
KNAUF-მულტიგრუნდი
  Knauf – მულტიგრუნდი – მზა დასაგრუნტი მასალა, სწრაფი გაშრობის, ორთქლგამტარი, პოლიმერული დისპერსიის ბაზაზე. გამოიყენება საფუძვლის დასამუშავებლად: ✔️ თაბაშირის და ცემენტის ბათქაშის დადებამდე ✔️ მოსაპირკეთებელი ფილის დადებამდე წებო ცემენტის გამოყენებით ✔️ knauf – ტრიბონის მოჭიმული იატაკის, თაბაშირისა და ცემენტის სხვა მოჭიმვების შემთხვევაში ✔️ კნაუფის ფილების მონტაჟის წინ კნაუფის თაბაშირის წებოს – პერლფიქსის გამოყენებით. ✅ ეფექტურად ამცირებს და არეგულირებს საფუძვლის შეწოვისუნარიანობას, ხელს უწყობს თაბაშირისა და ცემენტის ნარევების ხსნარის თანაბარ ბმას. განკუთვნილია შემდეგი ზედაპირების დასამუშავებლად: ✔️ გაზობეტონის და ქაფბეტონის, ✔️ კერამიკული და სილიკატური აგურის, ✔️ კერამზიტის და ბლოკის, ✔️ თაბაშირის და ცემენტის ბათქაშების, ✔️ ბეტონის, ✔️ ცემენტის და თაბაშირის მოჭიმვის.  

სტატიის ავტორი:

2020-01-25

სრულად ნახვა
 
KNAUF GUARDEX GM-FH 1R კნაუფის გარდექსის ფილა
Knauf [GUARD] EX® - ფასადების მოპირკეთების საიმედო მეთოდი გარდექსი არაალებადი,მსუბუქი,ეკოლოგიური,ობის,წყლის,ტენიანობისა და ამინდის ზემოქმედების მიმართ რეზისტეტული შესაფუთი ფილაა,თაბაშირის გულით და მინაბოჯკოვანი საფარით ორივე მხრიდან. Knauf [GUARD] EX-ს ფილები გამოიყენება თაბაშირმუყაოს სისტემებში შემოსვის სახით,ზემოდან თერმული იზოლაციის ფილებით და ქარისაგან დამცავად ვენტილირებად ფასადებში. მახასიათებლები: -არააალებადი მასალა.ცეცხლთან შეხების შემთხვევაში უმაგლეს შეჯიდულობას ამჯგავნებს -მსუბუქი -მარტივი ინსტალაცია -მცირე გაფართოება,შეუმშვა კლიმატური პირობების შეცვლის დროს -ობის მიმართ გამძლეობა -მაგალი გამძლეობა წყლისა და ორთქლის მიმართ -სუნთქვა(წყლის ორთქლის გამტარობა) -გამოიყენება ფასადებზე        

სტატიის ავტორი:

2020-01-22

სრულად ნახვა
 
KNAUF AQUAPANEL აკვაპანელის ფასადის ფილა ცემენტის ბაზაზე
კომპანია knaufis -ის პროდუქტი ** აკვაპანელი** ახალ სტანდარტებს აწესებს მშენებლობასა და არქიტექტურაში . მაღალი ხარისხის გარე კედლების სისტემა ,რომელიც შექმნილია მშრალი მშენელობის სისტემების გამოყენებით,არქიტექტორებს და მშენებლებს ეკონომიურ და ხარისხიან ალტერნატივას სთავაზობს ტრადიციული ბეტონისა და აგურის საპირისპიროდ. ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც ახალი მშენებლობის ,ასევე სარესტავრაციო პროექტებისათვის,როგორიცაა ოფისები,სპორტული დაწესებულებები,სკოლები საავადმყოფოები და საცხოვრებელი კომპლექსები. "აკვაპანელი" არის უნიკალური მასალა ჭარბი სინესტის მქონე სათავსოების მოპირკეთებისათვის. - იდეალური საფუძველი დეკორატიული მოპირკეთებისათვის; - 100% ნესტგამძლეობა, არ იშლება, არ იფხვნება, სპეციალური დამუშავების შედეგად არ იკიდებს ობს და სოკოს; - იღუნება რადიუსით 1 მეტრიდან; - დამუშავებისას მაქსიმალურად ტექნოლოგიურია; - სწრაფად და იოლად მონტირებადი;  

სტატიის ავტორი:

2020-01-21

სრულად ნახვა
 
კნაუფ – იზოგიპს ჯეტ” მშრალი მასალა თაბაშირის შემკვრელის ბაზაზე
კნაუფ – იზოგიპს ჯეტ” გამოყენების სფერო “კნაუფ – იზოგიპს ჯეტ” - მშრალი მასალა თაბაშირის შემკვრელის ბაზაზე, პოლიმერული დანამატებით. განკუთვნილია ფართების შიგნით კედლების მექანიზირებული მობათქაშებისათვის საბათქაშე მანქანების მეშვეობით, მაგალითად, ფირმის PFთ. მისი დატანა ხდება ჩვეულებრივ მყარ ზედაპირებზე: აგურის (კერამიკული, სილიკატური, ღრუტანიანი და ა. შ.) წყება, ბეტონი, ცემენტის და თაბაშირის ბლოკები, ძველი ცემენტის და თაბაშირის ბათქაშები, აირბეტონი და ქაფბეტონი. ზედაპირის მომზადება საფუძველი უნდა იყოს მშრალი, მყარი, გაუყინავი, ტემპერატურით არანაკლებ +5°С. ზედაპირი უნდა გასუფთავდეს ჭუჭყისგან, მტვრისგან, განშრევებებისგან. ბეტონიდან მოაცილეთ ყალიბის საპოხის ნარჩენები. დიდი უსწორობები უნდა გამოსწორდეს. ხსნარის არათანაბარი გამაგრების თავიდან აცილებისათვის სილიკატის აგურის ან აირ - ქაფბეტონის ბლოკების წყება უნდა დამუშავდეს გრუნტით “კნაუფ-მულტიგრუნდი”. მკვრივი, გლუვი, სუსტად შემწოვი და ტენის არშემწოვი ზედაპირები, მაგალითად, ბეტონი, ცემენტის ბათქაშები, ქაფპოლისტიროლის ფილები, უნდა დამუშავდეს გრუნტით “კნაუფ – ბეტოკონტაქტი” ზედაპირთან ბათქაშის ადჰეზიის (შეჭიდების) გაუმჯობესების მიზნით. დატანის შემდეგ გრუნტი უნდა გაშრეს: “კნაუფ - მულტიგრუნდი” - 6 საათის განმავლობაში, “კნაუფ - ბეტოკონტაქტი” - 12 საათის განმავლობაში. დაუშვებელია დაგრუნტულ ზედაპირზე მტვრის მოხვედრა. სამუშაოების შესრულების წესი საფძველის და ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს +5°С-დან +30°С-მდე ფარგლებში. საბათქაშე მანქანა, რომელიც აღჭურვილია შნეკის წყვილით D6-3, უნდა მომზადდეს მუშაობისათვის ესპლუატაციის ინსტრუქციის თანახმად. საბათქაშე მანქანაში დააყენეთ წყლის საწყისი ხარჯი დაახლოებით 700-750 ლ/სთ და დაარეგულირეთ ხსნარის კონსისტენცია წყლის რაოდენობის შეცვლის მეშვეობით. ხსნარის დატანა ხდება ხსნარის პისტოლეტით და შემდეგ ის თანაბრდება ჰ-სამართით. როგორც კი ბათქაშის ხსნარი დაიწყებს გამაგრებას (დაახლოებით დატანიდან 90-110 წუთის შემდეგ), ზედაპირი უნდა გასწორდეს ტრაპეციისებრი სამართით, მოიჭრას ზედმეტობები და შეივსოს ჩაღრმავებები. გაშრობის შემდეგ ასეთ ზედაპირზე შესაძლებელია კერამიკული ფილების მიწებება, რისთვისაც ბათქაში წინასწარ უნდა დამუშავდეს ღრმა შეღწევადობის გრუნტით “კნაუფ – ტიფენგრუნდი”, ხოლო სადაც შესაძლებელია ზედაპირის დასველება, უნდა დატანილ იქნას ჰიდროიზოლაცია “კნაუფ –ფლეხენდიხტი”. თუ ზედაპირის მომზადება ხდება ლილვაკით შეღებვისათვის ან შპალერის გაკვრისათვის, მაშინ გასწორებიდან მცირეოდენი დროის (დაახლ. 15-30 წუთი) შემდეგ ბათქაშის ზედაპირი უნდა დასველდეს წყლით, გაიხეხოს წრიული მოძრაობებით უხეში ღრუბლიანი სახეხით და მოცილებულ იქნას შესაძლო უსწორობები და ტრაპეციისებრი სამართის კვალი. მცირე დაყოვნების შემდეგ, გლუვი ზედაპირის წარმოქმნამდე (დაახლოებით 15-20 წუთი სახეხით დამუშავების შემდეგ), ბათქაში უნდა გასწორდეს უჟანგავი ლითონის საპრიალებლით ან განიერი ფითხით ფართო მოძრაობებით. ასეთ ზედაპირზე შესაძლებელია შპალერის გაკვრა. მაღალხარისხიანი შეღებვისთვის ან თხელფენიანი დეკორატიული მასალებისათვის ზედაპირის მომზადების შემთხვევაში ზედაპირი დამატებით უნდა დამუშავდეს საფითხნი მასალით “კნაუფ –სატენგიპს”. მასალის ხარჯი და ფენის სისქე მშრალი მასალის ხარჯი 1 კვ. მ.-ზე, ფენის სისქისას 10 მმ. - დაახლოებით 10 კგ, დანაკარგების გათვალისწინების გარეშე. მობათქაშებისას ერთი ფენის სისქე - 10 მმ-დან 30 მმ-მდე. შენახვა ტომრები ინახება მშრალ სათავსოში, ხის ქვეშებზე. პირველ რიგში გამოიყენება მასალა დაზიანებული ტომრებიდან. დაუზიანებელ შეფუთვაში შენახვის ვადა - 6 თვე წარმოების დღიდან.

სტატიის ავტორი:

2019-12-20

სრულად ნახვა
 
კნაუფის" მეტალის პროფილები
კნაუფის" მეტალის პროფილები, რომელიც ქმნის კნაუფის "მშრალი კედლის" სუბსტრუქტურას, დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან. • ხარისხი: "კნაუფი" იყენებს მხოლოდ ISO 9001 სერთიფიცირებულ ნედლეულს პროფილების დასამზადებლად. • სიმყარე: პროფილები დამზადებულია 0,6მმ სისქის გალვანირებული ფოლადისგან, რაც არის გარანტი იმისა, რომ "კნაუფის" პროფილები ყველაზე მოთხოვნად პროექტებსაც კი საუკეთესოდ გაუმკლავდება. • დაყენების სიმარტივე: მინიმალური რაოდენობის საჭირო აქსესუარები და დრეკადი კონსტრუქცია ინსტალაციას მაქსიმალურად ამარტივებს. • მრავალფეროვნება: პროფილების ფართო არჩევანი ზომის და დანიშნულების მიხედვით მოერგება ყველა თქვენს მოთხოვნას "კნაუფი" - გერმანული სტანდარტი

სტატიის ავტორი:

2019-12-20

სრულად ნახვა
 
ეკოლოგიურად უსაფრთხო თბოიზოლაცია
ეკოლოგიურად უსაფრთხო თბოიზოლაცია „კნაუფ ინსულეიშენ“_ის პროდუქცია მზადდება ბუნებრივი მასალისგან, წარმოება ხდება მაღალტექნოლოგიური თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით.პროდუქციამ გაიარა ყველა საჭირო ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიური კვლევა პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, რაც დასტურდება რუსეთის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნებით და ორგანიზაციისს EUCEB (European certification board of mineral wool products) საერთაშორისო სერთიფიკატით. საერთაშორისო სერტიფიკატი ადასტურებს „კნაუფ ინსულეიშენ“_ის პროდუქციის შესაბამისობას ევროპულ დირექტივასთან NK8340 : -თბოიზოლაციის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროების არ არსებობა; -არ არის კანცეროგენური ნივთიერება; -არ გროვდება ორგანიზმში. „კნაუფ“_ის ლეგენდარული გერმანული ხარისხი •მაღალი თბოსაიზოლაციო და ბგერათსაიზოლაციო თვისებები •არაწვადობა •სიმტკიცე მიკრორგანიზმებისა და მღრღნელების ზემოქმედებისადმი •ხანგამძლეობა •ენერგოდაზოგვა •სახანძრო უსაფრთხოება •გაზრდილი წყალმედეგობის თვისებები •ნატურალური კომპონენტების ბაზაზე •ფენოლის,ფორმალდეჰიდის,აკრილის და ნავთობქიმიის სხვა პროდუქტების გარეშე •ნატურალური ფერი,მღებავებისა და მათეთრებლების გარეშე •ნაკლებად მტვრიანი •აქვს ნეიტრალური სუნი •სასაიამოვნოა შეხებისას ახალი თბოიზოლაცია უნიკალური უპირატესობებით

სტატიის ავტორი:

2019-12-19

სრულად ნახვა