×
თაბაშირ მუყაოს ფილა
აკვაპანელის ფილა
ფითხი და წებოცემენტი
პროფილი
აქსესუარები
იზოლაცია
გრუნტი
AMF ამსტრონგი
კაპაროლის საღებავები
საბათქაშე (სალესი) მანქანა
დეკორატიული ბათქაში ფასადებისათვის
  • kshop

    1881 -1910

    პირველი ანალოგი თაბაშირ მუყაოს ფილების - ეგრედწოდებული გიფსოკარდონის, შექმნა ამერიკელმა ინჟინერმა ავგუსტინ საკეტმა, ეს იყო 5 მმ სისქის მასალა, რომელიც შედგებოდა 10 ფენა მუყაოდან და იყო ერთმანთზე დაწებებული თაბაშირის (გიფსის) ხსნარით. პატენტი ამ ქმნილებაზე იყო გაცემული 1881 წელს. ჩვენთვის უფრო ნაცნობი შემადგენლობით და ვიზუალის მქონე პრიდუქტად, თაბაშირ მუყაო გარდაიქმნა მეოცე საუკუნის დასწყისში, სტივენ კელი და კლარეს უტზმანის დახმარებით. სტივენმა მოიფიქრა ორი მუყაოს შორის, თხელი ფენა გამაგრებული თაბაშირის მოთავსება, კლარესმა კი თაბაშირ მუყაოს კიდების მომრგვალება შესთავაზა იმისთვის, რომ მისი ხმარება უფრო მარტივი გამხდარიყო. თაბაშირ მუყაოს ფილების (გიფსოკარდონის) პირველი მაწარმოებელი ქარხანა ამერიკაში 1917 წელს გაიხსნა და ამით სამშენებლო მასალების პირველი მასიური წამოების ეპოქა დაიწყო. მიუხედავად ამისა ქარხნის ამუშავებიდან რამოდენიმე წელიწადი, სამშენებლო პროექტებში, სარემონტო მასალად თაბაშირ მუყაოს ფილებს იშივათად იყენებდნენ.

     

     

    1932-1958

    თაბაშირ მუყაოს ფილების (გიფსოკარდონის) პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა 1932 წელს გერმანიაში ახლი კომპანის დაარსებამ, რომელიც სამშენებლო მასალებს და სამშენებლო კონსტრუქციებს აწარმოებდა. ქარხანა დაარსა ორმა ძმამ, ალფონსო და კარლ კნაუფებმა და შესაბამისად კომპანიის სახელად მათი გვარი კნაუფი შეარჩიეს.

    კომპანია კნაუფის დამსახურება მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, შეძლეს თაბაშირ მუყაოს ფილების მასიური წარმოების გაზრდა და ხარისხიანი სამშენებლო მასალების შექმნა. ასევე მათ შეკრიბეს კნაუფის სპეციალისტების გუნდი, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ფილების კონსტრუქციულ გაუმჯობესებაზე, იმისთვის რომ გაიზარდოს მასალის ხარისხი, შემცირდეს წარმოების ფასი და გაიზარდოს პროდუქციის ექპლუატაციის ვადა.

    1958 წელს უშუალო ალფრედი კნაუფის ჩართულობით, შეიქმნა წარმოება თბაშირ მუყაოს ფილების ზუსტად ისეთ ფორმით, როგორსაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ. მაგრამ რათქმაუნდა მას მერე, მრავალჯერ შეიცვალა თაბაშირის ხნარის შემადგენლობა, მისი სიმჭიდროვე, მუყაოს სისქე და მრევალი სხვა რაც მისი ხარისხს აუმჯობესებს. რეალურად რასაც დღეს ჩვენ თაბაშრ მუყაოს ფილებს ვეძეხით, შეიქმნა 1958 წელს კნაუფის ქარხანაში და მას მერე უბჯობესდება.

     

    1958 – დღემდე

    ამის შემდეგ, ამ უნიკალურმა მასალამ დაიპყრო მთლიანი სამშენებლო მასალების ბაზარი. დღეისთვის კნაუფს 25 ზე მეტი ქარხანა აქვს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებული და მუდმივად აფართოებს წარმოებას, რაც ხელს უწყობს მას სამშენებლო მასალების ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებაში.

    აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ კნაუფის თაბაშირ მუყაოს ფილები დღეისთვის - არა მხოლოდ კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად გამოიყენება, არამედ გაჩნი ფართო ასორტიმენტი სისტემების სადაც მას ფართოდ იყენებებ.

    მაგალითად: კნაუფის ტიხარი, კნაუფის ჭერი და სხვა...

    ჯგუფი “კნაუფი” საქართველოში უკვე 20  წელია, რაც წარმოდგენილია. თუ დასაწყისში ეს იყო უბრალოდ “კნაუფის” პროდუქტების მოწოდება საზღვარგარეთიდან, 2006 წლიდან საქართველოში მუშაობა დაიწყო მარკეტინგულმა საწარმომ შპს “კნაუფ მარკეტინგ თბილისი”, რომელიც დაკავებული იყო როგორც კნაუფის სხვადასხვა სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტით, ასევე ბაზრის კონიუქტურის და მოთხოვნილების შესწავლით.კნაუფის ჯგუფის მარკეტინგული კვლევების შედეგების მიხედვით, საქართველოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უშუალოდ საქართველოში წარმოების დაწყების აუცილებლობის შესახებ.

    2008 წლის 29 დეკემბერს კომპანიამ “კნაუფი” შეიძინა ქ. თბილისში (ყიზიყის ქ. #17) თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოების ქარხანა. ქარხანა, შპს “კნაუფ გიპს თბილისი”, ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 ივლისს. 2009 წლიდან ხაზის რეკონსტრუქციაზე მუშაობდნენ სპეციალისტები გერმინიიდან და უკრაინიდან საწარმოს ქართველი პერსონალის მხარდაჭერით მოდერნიზაციის შემდეგ, ხაზის მართვა ხდება თანამედროვე მიკროპროცესორული ტექნიკის ბაზაზე. დაყენებულია მოწყობილობა ფილების მარკირებისათვის “კნაუფის” ჯგუფის სტანდარტების თანახმად. რეკონსტრუქციის მიზანი იყო საქართველოში ისეთი პროდუქციის წარმოების აწყობა, რომელიც შეესაბამება ადრე იმპორტირებული კნაუფის ფილების ხარისხის მაღალ სტანდარტებს. დღეისათვის საწარმოს თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 100 ადამიანს. ქარხანას შეუძლია გამოუშვას წელიწადში 6 მლნ მ2 “კნაუფის” ფილა.

    “კნაუფი” მზად არის კვლავ იყოს სამშენებლო მოსაპირკეთებელი მასალების წარმოების დარგის ლიდერთა რიცხვში.

     

     

    სტატიის ავტორი , 2021-11-19